"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა "ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა. ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ ამაღლობელს შიმშილობისთვის დამახასიათებელი ჩივილები აქვს, თუმცა მდგომარეობა შესაძლოა გაუარესდეს.
"ქალბატონი მზიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, უცვლელია, თუმცა, რჩება საგანგაშო და ძალიან საყურადღებო. მას აქვს ყველა ის დამახასიათებელი ჩივილები, რაც, ზოგადად, ახასიათებს ამ ხანგრძლივობის შიმშილობას, ამიტომ ძალიან საყურადღებოა. ყოველი დღე შიმშილობის დაკავშირებულია გარკვეულ რისკთან. ყოველდღიურად უტარდება აუცილებელი ლაბორატორიული კვლევები, სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტთა კონსულტაციები და ასევე მხარდამჭერი თერაპია," - ამბობს "ვივამედის" სამედიცინო დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე "კურიერთან სატელეფონო საუბრისას.