29 აგვისტო 2026,   19:19
ვრცლად
"საზოგადოებაში არის სეგმენტი, რომელსაც, ობიექტურ მიზეზთა გამო, მათ შორის, ასაკის გათვალისწინებით, შეიძლება არც ახსოვდეს, რა ხდებოდა 2003-2012 წლებში - საგამოძიებო კომისიის მუშაობა იქნება ძალიან სასარგებლო" - ჭეიშვილი საგამოძიებო კომისიაზე

2003-2012 წლებში ჩადენილ ქმედებებზე, ორშაბათიდან საპარლამენტო საგამოძიებო კომისია მუშაობას განაახლებს. სამუშო ჯგუფი იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელს მოუსმენს, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში მომხდარ კანონდარღვევებზე წარმოებულ საერთაშორისო დავებზე უნდა ისაუბროს. იგეგმება საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის მოსმენაც 2003-2012 წლებში გამართული საპარლამენტო, საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ.

აღნიშნულ საკითხზე მმართველ გუნდში შეფასებები გრძელდება.

"საზოგადოებაში დღეს არის სეგმენტი, რომელსაც, ობიექტურ მიზეზთა გამო, მათ შორის, ასაკის გათვალისწინებით, არათუ ემოციურ დონეზე, შეიძლება უბრალოდ არც ახსოვდეს ის ყველაფერი, რაც ხდებოდა 2003-2012 წლებში. რასაკვირველია, კომისიის მიერ გაწეული სამუშაო ამ თვალსაზრისითაც იქნება ძალიან სასარგებლო შესაბამისი საზოგადოებრივი ჯგუფებისთვის, რომ მათ ობიექტურად, კიდევ ერთხელ დაინახონ ის მოცემულობა, რასთანაც ჩვენ გვქონდა საქმე "ნაცმოძრაობის" რეჟიმის პირობებში", - აღნიშნა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა.

დღის ამბები