პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის გამოსვლა შეაფასა.
მისი თქმით, ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა "დიფ სთეითის" შესახებ ისაუბრა, რომელიც საქართველოშიც აქტიურად მუშაობს, ხოლო ტრამპი და მისი ადმინისტრაცია მათ ამხელს.
"ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ მიმართ განსაკუთრებული აგრესია და უსამართლობაა, ეს ადამიანები ცდილობენ, ჩვენს ქვეყანაში გარკვეული დონორების გამოყენებით დააფინანსონ ისეთი კამპანიები, რომლებიც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას ემსახურება, არავის სჯერა.
ამ ყველაფერზე საუბრობს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცი-პრეზიდენტიც. ბევრი რამის აღიარება მოუწევთ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ პატრონებს უკვე აღარ შეუძლიათ, დამალონ თავიანთი არსებობის შესახებ და ახლა უნდა გადაარჩინონ თავიანთი აგენტურა ჩვენს ქვეყანაში, მათ შორის, ის აგენტურა, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, რომელიც ასე რუდუნებით ამხელს ბატონი ტრამპი და მისი ადმინისტრაციის წარმომადგენლები", - განაცხადა არჩილ გორდულაძე.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ევროპას აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ევროპისთვის მთავარი საფრთხე არა რუსეთში და ჩინეთში, არამედ მისსავე შიგნითაა.
ევროპის პრობლემებზე საუბრის დროს, დი ვენსმა ახსენა არჩევნების გაუქმება რუმინეთში და განაცხადა, რომ ასეთივე საფრთხე არსებობს გერმანიაშიც.