"ჰამასმა" კიდევ 3 მძევალი გაათავისუფლა. სანაცვლოდ, ისრაელი 369 პალესტინელი პატიმრის დაბრუნებას გეგმავს. დღევანდელი გაცვლა, ორ მხარეს შორის, უთანხმოებასა და მშვიდობის შეთანხმების შეწყვეტის მუქარებს მოჰყვა.
ორშაბათს "ჰამასმა" თქვა, რომ არ აპირებდა მძევლების დაბრუნების გაგრძელებას და მიზეზად ისრაელის მხრიდან მოლაპარაკების პირობების დარღვევა დაასახელა.
განცხადებას გამოეხმაურა ისრაელის პრემიერ-მინისტრი, რომელმაც აღნიშნა, რომ თუ მძევლებს შეთანხმებულ დროს არ დააბრუნებდნენ, განახლდებოდა ბრძოლა.
"წითელი ჯვრის" ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში, სამშობლოში 766 პალესტინელი პატიმრის სანაცვლოდ, უკვე 16 ისრაელელი და 5 ტაილანდელი მძევალი დაბრუნდა.