ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი The Wall Street Journal-ს აკრიტიკებს. "X-ის" საკუთარ გვერდზე, ჯეი დი ვენსი, წერს, რომ გამოცემამ მისი სიტყვები დაამახინჯა.
The Wall Street Journal-მა, ვენსის ინტერვიუ გაავრცელა, სადაც ის ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ პუტინი, ტრამპს სამშვიდობო გარიგებაზე არ დათანხმდება, მაშინ ამერიკამ შესაძლოა საკუთარი ჯარი უკრაინაში გაგზავნოს.
"ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ ამერიკული ჯარი არასდროს არ უნდა იყოს საფრთხის ქვეშ იქ, სადაც ეს ხელს არ უწყობს ამერიკის ინტერესებსა და უსაფრთხოებას. ეს ომი რუსეთსა და ამერიკას შორის არ მიმდინარეობს", - წერს ვენსი და გამოცემის ინტერპრეტაციას აბსურდს უწოდებს.