22 ივნისი 2026,   06:59
ვრცლად
დრონებით შეტევის გამო, რუსეთის შვიდ ქალაქში აეროპორტები დაიხურა

რუსეთის შვიდ ქალაქში აეროპორტები დაიხურა. მიზეზი უკრაინული დრონებით იერიშია.

ამ დროისთვის არ მუშაობს სარატოვის, ასტრახანის, გროზნოს, კალუგისა და ულიანოვსკის აეროპორტები.

მეორე დღეა, აქტუალურია ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე რუსული დრონით თავდასხმის საკითხიც. ადგილზე სპეციალისტები მუშაობენ. დაზიანებულია გაუქმებული რეაქტორის სარკოფაგი.

ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გავრცელებული მონაცემებით, ადგილზე რადიაციული ფონის მატება არ ფიქსირდება.

გაეროს საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, მომხდარი იმის მაგალითია, თუ რა რისკის ქვეშ აყენებს ბირთვულ უსაფრთხოებას შეიარაღებული კონფლიქტი.

 

დღის ამბები