22 ივნისი 2026,   07:00
ვრცლად
ევროკომისია ტრამპის შეთავაზებულ სავაჭრო პოლიტიკას არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად განიხილავს

ევროკომისია დონალდ ტრამპის შემოთავაზებულ სავაჭრო პოლიტიკას არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯად განიხილავს. განცხადება ევროკომისიის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

ტექსტში წერია, რომ ევროკავშირი პროგნოზირებადი გლობალური სავაჭრო სისტემის ერთგული რჩება, რომელიც სარგებელს ყველა პარტნიორს მოუტანს.

"ევროკავშირი ინარჩუნებს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ტარიფებს და მის ექსპორტზე ამერიკის მიერ ტარიფების გაზრდის გამართლებას ვერ ხედავს," - აღნიშნულია განცხადებაში.

ევროკომისია მიიჩნევს, რომ, ტარიფების დაწესებით, აშშ საკუთარ მოქალაქეებს ბეგრავს.

დღის ამბები