22 ივნისი 2026,   06:59
ვრცლად
"კატეგორიულად უარვყოფ იმას, რაც ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა" - ოლაფ შოლცი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეიმს დევიდ ვენსის მიერ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებებს გერმანიის კანცლერი არ იზიარებს.

ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელში წერს, რომ კატეგორიულად უარყოფს ვენსის მოსაზრებებს.

"კატეგორიულად უარვყოფ იმას, რაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე თქვა. ნაციონალ-სოციალიზმის გამოცდილებიდან გამომდინარე, გერმანიაში დემოკრატიულმა პარტიებმა საერთო კონსენსუსს მიაღწიეს - ეს არის დაცვითი ზღუდე უკიდურესად მემარჯვენე პარტიების წინააღმდეგ", - აღნიშნა კანცლერმა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჯეი დი ვენსმა სხვა პარტიებსა და "ალტერნატივა გერმანიისთვის" შორის ურთიერთობასთან დაკავშირებით თქვა, რომ "ბარიერების ადგილი არ არის". მისი თქმით, კონფერენციის ორგანიზატორებმა პოპულისტური პარტიების დეპუტატები დაბლოკეს.

დღის ამბები