აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) ლიდერს შეხვდა.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ალის ვაიდელმა და ჯეი დი ვენსმა განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომი, გერმანიის შიდა პოლიტიკა და სიტყვის თავისუფლების საკითხები.
ცნობისთვის, AfD-ს ტრამპის ადმინისტრაციის წევრი, ილონ მასკი უჭერს მხარს. აღნიშნულმა პარტიამ, ორი დღის წინ, საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია დაარეგისტრირა. ევროპარლამენტმა დოკუმენტი ჩააგდო.