30 აგვისტო 2026,   00:04
ვრცლად
"ევროპარლამენტიდან ასეთი ტიპის რეზოლუციები მედიებზე თავდასხმის წამახალისებელია" - გურამ მაჭარაშვილი

"ხალხის ძალის" წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუცია შეაფასა და აღნიშნა, რომ მსგავსი რეზოლუციები უკურეაქციას იწვევს და მათთვისვე სასარგებლო შედეგი არ მოაქვს. ამასთან, მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ მსგავსი რეზოლუციები მედიაზე თავდასხმის წამახალისებელია.

"სამწუხარო მოცემულობა ის არის, რომ ერთი მხრივ, ვერ შეიგნო, მათ შორის, ევროპარლამენტმა, რომ ასეთი ტიპის რეზოლუციები პირიქითა შედეგს იწვევს, ანუ, ვერცერთ შემთხვევაში, მათთვის სასარგებლო შედეგი ვერ მოაქვს; - პირიქით, ხალხი ღიზიანდება ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც. მეორე - ეს არის მტკიცებულება იმის, რომ ევროპარლამენტიდან ასეთი ტიპის რეზოლუციები მედიებზე თავდასხმის წამახალისებელია, რომ აქაც მოხდეს მედიებზე, მის დამფუძნებლებზე თუ ჟურნალისტებზე თავდასხმები და შესაბამისად, ამიტომაც ხდებოდა, რომ ფინანსდებოდა ასეთი ტიპის თავდასხმები ამ რეზოლუციების წახალისებით", - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტში, საქართველოს შესახებ მიღებულ რიგით მე-6 რეზოლუციაში ჩაიწერა მედიის მფლობელთა სანქცირების მოთხოვნაც. რეზოლუციის ამ ნაწილის ინიციატორი დევიდ მაკალისტერია, რომელიც "დემოკრატიის ევროპულ ფონდს" ხელმძღვანელობს.

დღის ამბები