დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტზე ცოტა ხნის წინ სიტყვით გამოვიდა ილონ მასკი. ამერიკის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ისაუბრა ტრამპის გადაწყვეტილებებზეც. მისი განცხადებით, საჭიროა შტატების ფედერალური მთავრობის სააგენტოების გაუქმება.
"მისივე თქმით, ამერიკის პრეზიდენტი, "სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევით ნაკლებად არის დაინტერესებული".
"ჩვენ ხალხის მმართველობის - დემოკრატიის ნაცვლად, ბიუროკრატიის მმართველობა გვაქვს. ვფიქრობ, ჩვენ მთელი სააგენტოების გაუქმება გვჭირდება და არა ბევრი მათგანის დატოვება. თუ ჩვენ სარეველას ფესვებს არ ამოვთხრით, ის კვლავ ადვილად ამოვა. USAID-ს დიდი ყურადღება დაეთმო, მაგრამ ასევე არსებობს "დემოკრატიის ეროვნული ფონდი" (NED), რა დემოკრატია მიაღწიეს მათ ამ ბოლო დროს?", - განაცხადა მასკმა.