ბრაზილიაში, ხანძრის დროს, 20 ადამიანი დაშავდა - 10-ის მდგომარეობა კრიტიკულია. ცეცხლი რიო დე ჟანეიროში, სამკერვალოში გაჩნდა. საწარმოში რიოს კარნავალისთვის კოსტიუმები იკერებოდა.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია. მაშველებმა ტერიტორიიდან ადამიანების გამოყვანა შეძლეს. მათი ნაწილი ფანჯრებიდან ხტებოდა.