23 ივნისი 2026,   00:14
ვრცლად
ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის პროცესი დასრულდება, თუ "ჰამასი" მძევლებს შაბათამდე არ გაათავისუფლებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი აფრთხილებს "ჰამასს", რომ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის პროცესს დაასრულებს და ინტენსიურ ბრძოლებს განაახლებს, თუ "მძევლებს შაბათს შუადღემდე არ დააბრუნებენ", - ამის შესახებ BBC წერს.

ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, "ჰამასის" მიერ მეტი მძევლის გათავისუფლების გადავადების პასუხად, უკვე უბრძანა ისრაელის ძალებს, მობილიზდეს ღაზას შიგნით და მის გარშემო.

ნეთანიაჰუს არ დაუკონკრეტებია, დარჩენილი 76-ვე მძევლის გათავისუფლებას ითხოვს, თუ მხოლოდ 3-ისას, როგორც ამას გათავისუფლების მორიგი რაუნდი ითვალისწინებდა.

ისრაელის პრემიერის განცხადების პასუხად, "ჰამასში" ამბობენ, რომ რჩებიან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების ერთგულნი და რომ ისრაელი თავადაა პასუხისმგებელი ნებისმიერ გართულებაზე ან შეფერხებაზე. "ჰამასის" განცხადების თანახმად, ისრაელმა დაარღვია შეთანხმება, მათ შორის - სასიცოცხლო მნიშვნელობის ჰუმანიტარული დახმარების დაბლოკვით.

დღის ამბები