პარიზში, ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე ცხრა ქართული მარანი წარდგა.
"რო ვაინზეზე" მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან.
გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან, იზაბელ ლეგერონი. პარიზის გამოფენაში 15 ქვეყნის 100-მდე ბუნებრივი ღვინის მწარმოებელი მონაწილეობდა.