27 აგვისტო 2026,   18:38
ვრცლად
" ამ კანონსაც მივიღებთ აუცილებლად, ვინაიდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს საქართველოში "ფეიკ ნიუსების" გავრცელება" - ლევან მაჭავარიანი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, საქართველოში "ფეიკ ნიუსების" გავრცელება ერთხელ და სამუდამოდ უნდა უნდა დასრულდეს, შესაბამისად პარლამენტი ბრიტანეთში არსებულ მედიის რეგულირების მსგავს კანონს შეიმუშავებს.

ლევან მაჭავარიანის განცხადებით, USAID-ი "ენჯეოების" მეშვეობით ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას გეგმავდა, ამ ფონზე კი, საქართველომ ადეკვატურად უნდა იმოქმედოს.

"ვხედავთ რა სკანდალი არის მსოფლიოში ატეხილი USAID-თან და NED- თან მიმართებაში. ამერიკის მოქმედი ადმინისტრაცია აქვეყნებს ისეთ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომ მართლა შოკის მომგვრელი და შემაძრწუნებელია თუ რამდენ ქვეყანაში ცდილობდნენ ეს დონორი ორგანიზაციები "ენჯეოების" მეშვეობით დესტაბილიზაციის, რევოლუციის მოწყობას.

როდესაც ასეთი გამოწვევებია, რა თქმა უნდა, ჩვენც ადეკვატურად უნდა ვიმოქმედოთ, ამიტომ დავაანონსეთ, რომ ერთი-ერთში ნათარგმნი ასლი გადმოგვაქვს "ფარას" კანონმდებლობის, რომელიც დღევანდელი რედაქციით მოქმედებს. რა თქმა უნდა, არ აწყობს ჩვენს ოპონენტებს, არ აწყობს "ენჯეოებს".

საქართველოში აუცილებელია მედიის ობიექტურობის, ჟურნალისტების ეთიკის სტანდარტის დანერგვა, ჩვენ ამ შემთხვევაშიც ვიმოქმედებთ ბრიტანული სტანდარტისა და შესაბამის ნორმების მიხედვით. ამ კანონსაც მივიღებთ აუცილებლად, ვინაიდან ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს საქართველოში "ფეიკ ნიუსების" გავრცელება", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

დღის ამბები