30 აგვისტო 2026,   00:47
ვრცლად
ყველაზე კარგი მაგალითი, რომელიც შეგვიძლია ფინანსების გამჭვირვალობის კუთხით გადმოვიტანოთ საქართველოში, ეს არის "ფარა" - გიორგი ჩაკვეტაძე

"ქართული ოცნება" ახალი კანონების მისაღებად ემზადება.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ჩაკვეტაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ფინანსების გამჭვირვალობის კუთხით საქართველოში ამერიკული "ფარას" მსგავს კანონს მიიღებენ, ხოლო მედიის რეგულირების თვალსაზრისით, ბრიტანეთში მიღებული კანონის მსგავს კანონპროექტს შეიმუშავებენ.

"გეოპოლიტიკური ვითარება ასე შეიცვალა და გარკვეული პოზიტიური ცვლილებები არის ყველაზე კარგი მაგალითი, რომელიც შეგვიძლია ფინანსების გამჭვირვალობის კუთხით გადმოვიტანოთ საქართველოში, ეს არის "ფარა" და ანალოგი, ასე რომ ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო.

რაც შეეხება მედიის კანონს, საუკუნეებმა აჩვენა და განსაკუთრებით მე-20 საუკუნის შემდეგ, რომ ბრიტანეთ არის გამორჩეული ქვეყანა, რომელიც არეგულირებს მედია სტანდარტს, ისევე, როგორც "ფარას" შემთხვევაში, ბრიტანული მედიის შემთხვევაშიც, ეს იქნება ამ კანონების ზუსტი თარგმანი", - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

დღის ამბები