კოსოვოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. საარჩევნო უბნები, ადგილობრივი დროით, დილის 07:00 საათზე გაიხსნა. ამომრჩევლები საკანონმდებლო ორგანოში 120 წარმომადგენელს აირჩევენ.
კენჭისყრაში 26 პოლიტიკური ჯგუფი და ერთი დამოუკიდებელი კანდიდატი მონაწილეობს.
"ევრონიუსის" ცნობით, საკანონმდებლო ორგანოში სერბების უმცირესობა 10 გარანტირებული მანდატით იქნება წარმოდგენილი, კიდევ ათი მანდატი სხვა ეთნიკურ უმცირესობას ექნება.
1998-99 წლების ომის დასრულების შემდეგ, ეს კოსოვოში რიგით მეცხრე საპარლამენტო არჩევნებია.
სერბეთი 2008 წელს გამოცხადებულ კოსოვოს დამოუკიდებლობას არ აღიარებს. ამჟამად, კოსოვოს დამოუკიდებლობას გაეროს წევრი 193 ქვეყნიდან 114 აღიარებს.