26 აგვისტო 2026,   03:36
ვრცლად
ქართული ოპოზიცია, ამერიკული და ბრიტანული კანონების კოპირებაში პრობლემას ხედავს

მმართველი გუნდი ახალი საკანონმდებლო პაკეტის მისაღებად ემზადება - ამერიკული ფარა და BBC-ის სტანდარტით ცნობილი ბრიტანული მედიის რეგულირების შესახებ კანონი.

ქართული ოპოზიცია ამერიკული და ბრიტანული კანონების კოპირებაშიც პრობლემას ხედავს.

"გასაგებია, რომ ეს იქნება დამატებითი ცენზურისა და რეპრესიების იარაღი. ამერიკაში, "ფარას" კანონი იყო მიღებული მაშინ, როდესაც ფაშიზმი მძვინვარებდა მსოფლიოში. ამ კანონში არის დათქმა, რომ ის არ ეხებათ მეგობრულ ქვეყნებს, მაგალითად BBC-ის არ ეხება ეს კანონი ამერიკაში, მაგრამ ეხება რუსეთის "რაშა თუდეის" პროპაგანდისტულ არხს,"- აცხადებს პარტიის ”გახარია საქართველოსთვის” წევრი თეონა აქუბარდია.

"ქართულ ოცნებაში" განმარტავენ, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანაში დეზინფორმაციის პრევენციის ქმედითი მექანიზმი არსებობდეს. ამ მხრივ კი აპრობირებული ბრიტანეთში მოქმედი კანონმდებლობაა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ბოლო დროს USAID-ის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა უცხოური გავლენებისგან დაცვის აუცილებლობა კიდევ უფრო აქტუალური გახადა. ფარას ზუსტი ანალოგის საქართველოში მიღება და ამერიკული გამოცდილების გაზიარება კი ხელისუფლების წარმომადგენლების განმარტებით, ყველაზე ეფექტური იქნება. ამერიკული ფარას ზუსტი ასლი საქართველოში მიღებიდან, ავტომატურად გაუქმდება უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი.

დღის ამბები