6,400 მიწისძვრა 11 დღის განმავლობაში - ეგეოსის ზღვაში უწყვეტი სეისმოლოგიური აქტივობის გამო, კუნძული სანტორინი ათასობით ადამიანმა დატოვა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ავიაკომპანიებმა კუნძულის დატოვების მსურველებისთვის დამატებითი რეისები დანიშნეს. სკოლები ამ დრომდე დაკეტილია.
სანტორინის სასტუმროები, რესტორნები და სხვა ღირსშესანიშნაობები მას შემდეგ დაცარიელდა, რაც ადგილობრივებმა და ტურისტებმა ტერიტორია თანმიმდევრულად დატოვეს.
კუნძულის ზოგიერთ რაიონში, უსაფრთხოების მიზნით, გარკვეული უბნები უსაფრთხოების ლენტით იყო შემოსაზღვრული. ხელისუფლება მოსახლეობას დახურულ სივრცეებში თავშეყრისგან თავის შეკავებას ურჩევს.