22 ივნისი 2026,   01:31
ვრცლად
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა "ცაჰალს" ღაზიდან მოსახლეობის დეპორტაციის გეგმის მომზადება დაავალა

ისრაელი ღაზიდან მკვიდრი მოსახლეობის დეპორტაციას გეგმავს. ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა პროცესის განხორციელებისთვის გეგმის მომზადება "ცაჰალს" დაავალა. გეგმის მიხედვით, პალესტინელები ღაზას ნებაყოფლობით დატოვებენ და იქ გადასახლდებიან, სადაც მათ მიიღებენ. ისრაელ კაცის შეთავაზებული გეგმა ითვალისწინებს კონფლიქტით დაზარალებული რეგიონიდან მოსახლეობის გაყვანას, როგორც საზღვაო, ასევე, საჰაერო და სახმელეთო კორიდორებით.

ცნობილია, რომ დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, ღაზის სექტორს "დაეუფლოს." მოგვიანებით, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საბრძოლო მოქმედებების დასრულების შემდეგ, ღაზის სექტორს ისრაელი ამერიკას გადასცემს.

 

დღის ამბები