"მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიამ საკუთარი თავი უნდა დაიცვას და ამ მხრივ, ყველა საკანონმდებლო ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა, რომ დემოკრატიამ დაიცვას საკუთარი თავი, იქნება უზრუნველყოფილი," - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.
"პირდაპირ ჩანს, როგორ გამოიყენებოდა მეთოდებად ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვხედავდით საზოგადოებრივი წესრიგის ხელშეშლა, როგორც ხელისუფლების აყირავებისა ერთ-ერთი გარედან დაფინანსებული მეთოდი. რაც ვნახეთ არაერთხელ ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიამ საკუთარი თავი უნდა დაიცვას და ამ მხრივ, ყველა საკანონმდებლო ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა, რომ დემოკრატიამ დაიცვას საკუთარი თავი, ეს იქნება უზრუნველყოფილი", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს მეორე მოსმენით განიხილავენ. ინიციატივაზე დაჩქარებული წესით მსჯელობენ. წინადადების თანახმად, იზრდება ჯარიმები და ადმინისტრაციული პატიმრობა 60 დღემდე. გამკაცრებული ზომებია ვანდალიზმზე, მკაცრდება სანქციები პოლიციის დაუმორჩილებლობასა და შეურაცხყოფაზე, აქციაზე პოლიტიკოსის შეურაცხყოფა დაჯარიმდება 4 000 ლარამდე თანხით ან 45 დღემდე პატიმრობით. ამასთან, განისაზღვრება, სად არ არის დასაშვები აქციის გამართვა ან რა წესები უნდა დაიცვან მონაწილეებმა.