22 ივნისი 2026,   05:48
ვრცლად
ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ტრანსგენდერ ქალებს ქალთა სპორტში მონაწილეობას უკრძალავს

ტრანსგენდერ ქალებს შეერთებულ შტატებში ქალთა სპორტში მონაწილეობა ოფიციალურად აეკრძალათ. აღმასრულებელ ბრძანებას ხელი პრეზიდენტმა მოაწერა. "ამ მომენტიდან ქალთა სპორტი იქნება მხოლოდ ქალებისთვის," - განაცხადა ტრამპმა.

ეს დონალდ ტრამპის უკვე მეოთხე აღმასრულებელი ბრძანებაა ტრანსგენდერი ადამიანების წინააღმდეგ.

ამავე დროს, ცნობილი ხდება, რომ შეერთებული შტატები სამთავრობო გემებს პანამის არხის გავლით გადასახადის გადახდის გარეშე გაცურვის უფლება მიეცემათ, - ინფორმაციას სააგენტო "ფრანს-პრესი" აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. უწყების განმარტებით, ეს ფაქტი შეერთებულ შტატებს წელიწადში მილიონობით დოლარს დაუზოგავს.

დღის ამბები