პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, ისინი ამ პარლამენტი მუშაობაში არ მონაწილეობენ და ამასთან დაკავშირებით თავიდანვე ღიად საუბრობდნენ.
მისი თქმით, ისინი ოპოზიციურ პარტიებთან ძირითად სტრატეგიულ საკითხებში ერთად არიან, თუმცა პოლიტიკური ტაქტიკა განსხვავებული აქვთ.
"შეეშვან ეჭვიანობას, ჩვენ ამ პარლამენტის მუშაობაში არ ვმონაწილეობთ და ამას ვამბობთ პირველივე დღიდან. ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია არ აქვს არც საშინაო და არც საგარეო. სხვა ყველა დანარჩენი არის პოლიტიკური ტაქტიკის საკითხი ბუნებრივია, რომ ჩვენ საერთო სტრატეგიულ, საქვეყნო საკითხებში, რომელიც არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი და ხელახალი არჩევნების დანიშვნა ვართ ერთად, მაგრამ პოლიტიკური ტაქტიკა არის განსხვავებული. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა და ამ გეგმას მივუყვებით", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.
პარლამენტში 12 მანდატით რჩება პარტია საქართველოსთვის. გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანება სხვა პარტიების მსგავსად 26 ოქტომბრის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს და საპარლამენტო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თუმცა უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე მათ განცხადება არ დაუწერიათ.