27 აგვისტო 2026,   06:52
ვრცლად
სახალხო დამცველის განმარტებით, პრობლემურია არა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადის გაზრდა, არამედ თავად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებს გამოეხმაურა. იოსელიანმა აღნიშნა, რომ საგანგაშოა არა ადმინისტრაციული წესით დაპატიმრების ვადა, არამედ თავად კოდექსი.

"ვიცით, რომ ეს არის მოძველებული, საბჭოთა კოდექსი და ამ კოდექსის პირობებში, ვადების გაზრდა, რა თქმა უნდა, არის პრობლემური. ცალკე აღებული ვადა არ უნდა განიხილო ამ შემთხვევაში, რადგან ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში, 60 დღე არის გამოყენებული, როგორც ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა.

აქ მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს საპროცესო კანონმდებლობა, რომელიც მხარეებს მისცემს საშუალებას, რომ მათი საპროცესო უფლებები იყოს სრულად დაცული და ეს კანონმდებლობა, რომელიც ჩვენ გვაქვს - ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ამაზე მრავალჯერ მაქვს ნასაუბრები და მრავალი რეკომენდაცია მაქვს გაცემული", - აცხადებს ლევან იოსელიანი.

დღის ამბები