26 აგვისტო 2026,   09:16
ვრცლად
Deutsche Welle: გერმანია რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია

გერმანია რუსული თხევადი ბუნებრივი აირის ყველაზე მსხვილი იმპორტიორია, - ინფორმაციას გამოცემა Deutsche Welle გერმანული ორგანიზაციის ანგარიშზე დაყრდნობით ავრცელებს. Deutsche Umwelthilfe-ს დოკუმენტში წერია, რომ გერმანია ევროკავშირის ქვეყნებში რუსული თხევადი გაზის ექსპორტში ცენტრალურ ფუნქციას ასრულებს.

სახელმწიფო ენერგეტიკულმა კომპანიამ 2024 წელს ექვსჯერ მეტი თხევადი გაზის ექსპორტი განახორციელა ევროკავშირში, ვიდრე 2023-ში. სტატიაში ნათქვამია, რომ რუსულ ენერგორესურსებზე დაწესებული სანქციები არ ეხება უშუალოდ თხევად აირს. სანქცია გათვალისწინებულია მხოლოდ მისი ინფრასტრუქტურის განვითარებაზე.

დღის ამბები