14 აგვისტო 2026,   11:44
ვრცლად
პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული საბა სხვიტარიძე კვლავ პატიმრობაში რჩება

პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული საბა სხვიტარიძე კვლავ პატიმრობაში რჩება. გადაწყვეტილებას სხდომათა დარბაზში უკმაყოფილება და ხმაური მოჰყვა.

აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვასთან ერთად, დღეს იყო მსჯელობა მტკიცებულებების დასაშვებობაზე. საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა.

სხდომას ამერიკის საელჩოს წარმომადგენელი და ევროკავშირის დელეგაციაც ესწრებოდა. სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც, რომელიც "კოალიცია ცვლილებისთვის" წევრია.

სასამართლო პროცესზე სიტყვით ისარგებლა ბრალდებულმა. სხვიტარიძის თქმით, ის პოლიტიკური პატიმარია და აღნიშნული საქმეც პოლიტიკურ ხასიათს ატარებს.

"პოლიტიკური პატიმარი ვარ და ეს პროცესიც პოლიტიკურ ხასიათს ატარებს. იმედი მაქვს, რომ სასამართლო რაღაც ლოიალობას გამოიჩენს.

მე მაწამეს, მაგრამ ვერ გამტეხეს. მე დამაკავეს, მაგრამ თავისუფლება ვერ წამართვეს", - განაცხადა საბა სხვიტარიძემ სასამართლო პროცესზე.

ბრალდების მხარემ კი ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეზე ისაუბრა.

"ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს არ გამორიცხავს არცერთი წარმოდგენილი მოწმე. ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეს ასაბუთებდა ქმედების ხასიათი - ის, თუ სად იქნა ის ჩადენილი, ის, თუ რაზე იყო ნასამართლევი ბრალდებული. არ გააჟღერა ბრალდების მხარემ კონკრეტული მუხლიო, თუ უნდა, გავაჟღერებ, რა მუხლზე იყო ნასამართლევი ბრალდების მხარე - დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა, შენახვა, ტარებაზე", - განაცხადა პროკურორმა.

დღის ამბები