22 ივნისი 2026,   00:19
ვრცლად
ომის 1 070-ე დღე - უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, 24 საათის განმავლობაში, 150-მდე საბრძოლო შეტაკება მოხდა

უკრაინაში უკვე 1 070-ე დღეა ომი მიმდინარეობს - ღამით საჰაერო განგაში რამდენიმე ოლქში მათ შორის დედაქალაქში "შაჰედის" ტიპის დრონების საფრთხის გამო ჩაირთო.

გავრცელდა ინფორმაცია საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებაც.

ხარკოვის ოლქში იერიშის შედეგად საწარმოში გაზსადენი დაზიანდა, გაჩნდა ხანძარი. დაიღუპა 1 ადამიანი.

ჩერნიგოვის ოლქში საარტილერიო იერიშის შედეგად დაშავდა 1 მოქალაქე.

დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებები, დაშავდა 5 სამოქალაქო პირი.

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, ფრონტზე 150-მდე საბრძოლო შეტაკება განხორციელდა.

"დიფ სთეითის" რუკაზე დაყრდნობით უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსული ჯარები დონეცკის ოლქში 4 მიმართულებით დაწინაურდნენ.

დღის ამბები