საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეული იმართება. კონფერენცია ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით თბილისში ტარდება. სპეციალისტები აცხადებენ, რომ პრევენციის საუკეთესო საშუალება პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრაა, რომლის გაკეთებაც 10 წლის ასაკიდანაა შესაძლებელი.
პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო აცრა 45 წლამდე ქალებისთვის უფასოა. ექიმები ამბობენ, რომ ვაქცინა პაპილომა ვირუსის მიზეზით სიმსივნის განვითარების ალბათობას პრაქტიკულად გამორიცხავს. აცრა კეთდება მამაკაცებშიც.