ტერორისტული ორგანიზაცია "ჰამასი"ამ კვირაში ექვს ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს და ისრაელი დღეიდან ღაზის მოსახლეობას ანკლავის ჩრდილოეთ ნაწილში საკუთარ საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების საშუალებას მისცემს, წერს BBC-ი ისრაელის პრემიერ მინისტრზე დაყრდნობით.
ისრაელი დღეს პალესტინელებს ღაზის ჩრდილოეთით გადაადგილების ნებას მიცემს, მოგვიანებით, მიმდინარე კვირაში კი პალესტინელ პატიმრებს გაათავისუფლებს. ცეცხლის შეწყვეტის და მძევლებისა და პატიმრების გათავისუფლების შეთანხმება ძალაში 19 იანვარს შევიდა. შეთანხმების ძალაში შესვლის შემდეგ 7 ისრაელელი მძევალი და 200-ზე მეტი პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლეს.