22 ივნისი 2026,   08:30
ვრცლად
რუსული ჯარების მიერ დრონების გაშვებისა და ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო, უკრაინის რამდენიმე ოლქში, ღამით საჰაერო განგაში იყო

უკრაინის რამდენიმე ოლქში, ღამით საჰაერო განგაში იყო, რომელიც რუსული ჯარების მიერ დრონების გაშვებისა და ბალისტიკური რაკეტების საფრთხის გამო ჩაირთო.

აფეთქებების ხმა ისმოდა კიევშიც. გავრცელდა ინფორმაცია ოლქში საჰაერო თავდაცვის მუშაობის შესახებ.

რუსულმა ძალებმა დრონებით ხარკოვი დაბომბეს. დაიღუპა 1 და დაშავდა ამდენივე.

იერიში იყო ხარკოვის ოლქში კუპიანსკიზე. დაზიანდა და განადგურა ათობით კერძო სახლი. დაშავდა ერთი ადამიანი. არ გამორიცხავენ, რომ ეს რიცხვი გაიზარდოს, რადგან ნანგრევებში მაშველები მოყოლილებს ამ დრომდე ეძებენ.

დაიბომბა სუმის ოლქის სასაზღვრო დასახლებებიც. დაზიანდა ინფრასტრუქტურა.

უკრაინული მედია იუწყება, რომ რუსები დონეცკის ოლქში რამდენიმე მიმართულებით დაწინაურდნენ.

დღის ამბები