მეშვიდე ვადით ქვეყნის სათავეში - ამ დროის მონაცემებით, ბელარუსის მოქმედმა პრეზიდენტმა არჩევნებში 87%-მდე მხარდაჭერა მიიღო. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, არჩევნებში აქტივობამ 85%-ს გადააჭარბა - შესაბამისად, ხმის მიცემის უფლებით 7 მილიონამდე ადამიანმა ისარგებლა.
შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა წინასაარჩევნოდ განაცხადეს, რომ 26 იანვრის არჩევნები არ შეიძლება თავისუფალი და სამართლიანი იყოს, რადგან ბელარუსში დამოუკიდებელი მედია აკრძალულია.
პარალელურად, "დოიჩე ველე" ბელარუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს ლუკაშენკოს სიტყვებს. ბელარუსის მოქმედი პრეზიდენტი ამბობს, რომ მისთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, აღიარებს თუ არა ევროკავშირი არჩევნების შედეგს.
ლუკაშენკო ბელარუსის პრეზიდენტია 1994 წლიდან.