უკრაინის მხარდაჭერას თუ შევწყვეტთ, ეს ომი, შეიძლება, ჩვენი გახდეს - ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ამ სიტყვებით ბორის პისტორიუსმა კრიტიკოსების მოსაზრებას უპასუხა, რომ გერმანიამ უკრაინის მხარდაჭერა უნდა შეწყვიტოს, რადგან ეს გერმანიის ომი არ არის.
თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის თქმით, ვლადიმერ პუტინი მუქარის განსახორციელებლად საჭირო პირობებს ქმნის, მათ შორის, ზრდის ტანკების წარმოებას და ჯარისკაცების რაოდენობას.