უკრაინაში ომის დასასრულებლად, ჩინეთი მზად არის გააგრძელოს მხარეებთან კომუნიკაცია, - განცხადებას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს სპიკერი აკეთებს.
მაო ნინგი ამბობს, რომ ჩინეთი გააგრძელებს მოლაპარაკებებს უკრაინასთან და რუსეთთან, ხანგრძლივი მშვიდობის დამყარების მიზნით.