სლოვაკეთში ანტისახელისუფლებო, მასშტაბური საპროტესტო აქციები იმართება. დემონსტრანტების განცხადებით, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს რუსეთთან დაახლოების პოლიტიკას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "სლოვაკეთი რუსეთი არ არის, სლოვაკეთი ევროპაა" - "გადადგეს ფიცო".
რამდენიმე დღის წინ, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ ქვეყანაში ოპოზიციური ძალების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიისა და ექსპერტთა საიდუმლო ჯგუფის მონაწილეობით სახელმწიფო გადატრიალება მზადდება.