28 აგვისტო 2026,   16:54
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის ელჩს შეხვდა

საგარეო უწყების ხელმძღვანელი მაკა ბოჭორიშვილი თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, დოვლეტმირატ სეიტმამედოვს შეხვდა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველო-თურქმენეთის მაღალი დონის თანამშრომლობაზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. განსაკუთრებით გაესვა ხაზი სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში არსებულ ურთიერთობებს და მზარდ პოტენციალს.

აღინიშნა ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობის კომისიის
მნიშვნელობა და მისი წარმატებული მუშაობა. დადებითი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის არსებულ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობას. შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს მზადყოფნა ხელი შეუწყონ საქართველოსა და თურქმენეთს შორის ჩამოყალიბებული მჭიდრო კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებას", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები