22 ივნისი 2026,   07:12
ვრცლად
ჩინეთში სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს მამაკაცს, რომელმაც 10 წლის იაპონელი სკოლის მოსწავლე სასიკვდილოდ დაჭრა

ჩინელ მამაკაცს, 10 წლის იაპონელი სკოლის მოსწავლის სასიკვდილოდ დაჭრისთვის, სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

იაპონური მედიის ცნობით, სექტემბერში მომხდარ ფაქტზე, თავდამსხმელს განაჩენი დღეს გამოუტანეს.

ჩინეთის ხელისუფლებამ, ბოლო დღეებში რამდენიმე გახმაურებული სიკვდილით დასჯა განახორციელა.

ჩინურმა სასამართლომ განაცხადა, რომ 52 წლის ჟოუ ჯიაშენგმა თავდასხმა განახორციელა მას შემდეგ, რაც მან დაკარგა სამსახური და დაუგროვდა ვალები.

დღის ამბები