31 აგვისტო 2026,   12:15
ვრცლად
"არ არის კარგი, რომ ჩვენ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების შედეგების ანაზღაურება გვიწევს, როდესაც ზურგს გვაქცევენ და ჩვენით მანიპულირებენ" - ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი უარს ამბობს მხარი დაუჭიროს რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებას მანამ, სანამ ევროკავშირი უკრაინის გავლით, უნგრეთში, რუსული გაზის ტრანსპორტირებაზე კიევთან შეთანხმებას არ მიაღწევს. ეს განცხადება უნგრეთის პრემიერმა მედიასთან ინტერვიუში გააკეთა.

მისი განმარტებით, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო, უნგრეთმა 19 მილიარდი ევრო დაკარგა.

"არ არის კარგი, რომ ჩვენ რუსეთისთვის დაწესებული ეკონომიკური სანქციების შედეგების ანაზღაურება გვიწევს იმ დროს, როდესაც ზურგს გვაქცევენ და ჩვენით მანიპულირებენ," - ამბობს ორბანი.

დღის ამბები