22 ივნისი 2026,   05:49
ვრცლად
დააკავეს 46 წლის რუსი ტურისტი, რომელსაც 13 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად - შემთხვევა ტაილანდში მოხდა

ტაილანდში, 46 წლის რუსი ტურისტი დააკავეს, რომელსაც 13 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად. ინფორმაციას NationThailand-ი ავრცელებს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ნავით სეირნობის დროს, მამაკაცმა საკუთარი შვილი ხელში აიყვანა და წყალში გადააგდო, რის შემდეგაც თვითონაც გადახტა.

შემთხვევა ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 16:00 საათზე, კუნძულ კორას მახლობლად მოხდა.

გარდაცვლი ლი ბავშვი რუსეთისა და ტაილანდის მოქალაქეა. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მას მძიმე ტრავმები თავისა და სახის არეში, სავარაუდოდ, ნავის პროპელერისგან ჰქონდა მიღებული.

დღის ამბები