22 ივნისი 2026,   07:02
ვრცლად
"ზელენსკი არ არის ანგელოზი, მას არასდროს არ უნდა დაეშვა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი" - დონალდ ტრამპი

"ზელენსკი არ არის ანგელოზი, მას არასდროს არ უნდა დაეშვა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი", - აცხადებს ტრამპი.

"ფოქს ნიუსთან" ინტერვიუში, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მას გარიგების დადება შეეძლო, თუმცა ზელენსკიმ გადაწყვიტა, რომ ეომა.

"ზელენსკი ანგელოზი არ არის. მას არასდროს უნდა დაეშვა, ეს ომი მომხდარიყო. ზელენსკი ებრძოდა ბევრად უფრო დიდ რამეს, ბევრად უფრო დიდს, ბევრად უფრო ძლიერს. მას ეს არ უნდა გაეკეთებინა, რადგან ჩვენ შეგვეძლო შეთანხმების მიღწევა. შემეძლო, ძალიან მარტივად მიმეღწია გარიგებისთვის და ზელენსკიმ გადაწყვიტა: "მინდა, ვიბრძოლო"... პუტინსაც არ უნდა გაეკეთებინა ეს. მას ეს არ უნდა გაეკეთებინა და ეს უნდა შეწყდეს. ომი სასწრაფოდ უნდა დასრულდეს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

 

დღის ამბები