კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ "მედიასკოლის სტუდიის" 4 თვიანი ინტენსიური პრაქტიკული კურსის წარმატებით დასრულებისთვის სერტიფიკატები 14 სტუდენტს გადასცა, საიდანაც ხუთი კურსდამთავრებული სხვადასხვა მედიაორგანიზაციაში უკვე დასაქმდა.
სასწავლო კურსის ფარგლებში, სტუდენტებმა პროფესიონალი მენტორების დახმარებით, სპეციალურად მათთვის შექმნილ საინფორმაციო სამსახურში, ე.წ. რეალურ ნიუსრუმში, მედიაპროდუქტების დამოუკიდებლად შექმნა შეისწავლეს, კერძოდ: მოამზადეს გადაცემები, რადიო და სატელევიზიო სიუჟეტები; შეისწავლეს ახალი ამბების თხრობა, ინტერვიუს ხელოვნება, ვიდეოგადაღება, მონტაჟი, პროგრამირება, მულტიმედია ფორმატებზე მუშაობა და შეადგინეს საკუთარი მედია პორტფელი.
მიღებული გამოცდილებისა და მედიასკოლის მიერ გაწეული რეკომენდაციის შედეგად, ორმა კურსდამთავრებულმა უკვე შეძლო ტელევიზიაში დასაქმება, ხოლო რამდენიმესთან მოლაპარაკებები კვლავ მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რომ "მედიასკოლის სტუდია" ჟურნალისტიკით დაინტერესებულ ადამიანებს სასურველ სფეროში დასაქმების, კარიერის დაწყებისა და განვითარების უნიკალურ შესაძლებლობას სრულიად უფასოდ აძლევს.