"ყველამ ვნახეთ, რომ ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი იყო გიორგი გახარია. დანარჩენი დეტალებში გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მერე ვინ რა როლი შეასრულა," - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ გააკეთა.
"ქართულ ოცნებაში" კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი გიორგი გახარია იყო. მამუკა მდინარაძის თქმით, დიმიტრი სამხარაძეს თავდაპირველად თავად გახარიამ ჩაარტყა პლასტმასის ჭიქა სახეში.
"იურიდიულ კონტექსტს რაც შეეხება, ყველამ ვნახეთ, რომ ფიზიკური დაპირისპირების ინიციატორი იყო გიორგი გახარია. დანარჩენი დეტალებში გამოძიებამ უნდა დაადგინოს, მერე ვინ რა როლი შეასრულა, მაგრამ, ფიზიკური თავდასხმა დაიწყო გიორგი გახარიამ. ეს ხალხი კი ცდილობს, რომ აღქმებით გადაფაროს ფაქტები, მაგრამ ფაქტი აღქმით არასდროს იფარება. ჯერ არის ფაქტი და შემდეგ არის აქედან გამომდინარე აღქმა. ფაქტიდან თუ აღქმა არ გამომდინარეობს, აღქმა არის მცდარი. შესაბამისად, ჯერ არის ფაქტი, რომ გახარიამ პირველმა ჩაარტყა პლასტმასის ჭიქა სახეში დიმიტრი სამხარაძეს და შემდეგ რაც მოხდა, ყველამ ვნახეთ შედეგი. მაგრამ, ვინ იყო ინიციატორი, ვინ ვის დაეხა თავს, ამასთან დაკავშირებით, ასე დავარქვათ, აღქმა ვერ გაიღუნება," - ამბობს მამუკა მდინარაძე.
ცნობისთვის, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე უკვე სამი საათია პროკურატურაში იმყოფება. უწყებამ დაადასტურა რომ გიორგი გახარია გამოკითხვაზეა. პოლიტიკოსი პროკურატურაში ბათუმის სასტუმრო "შერატონში" მომხდარი ინციდენტის გამო იმყოფება. 15 იანვარს მომხდარს ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა- გამოძიება ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.