28 აგვისტო 2026,   19:13
ვრცლად
წარმოიდგინეთ, რამხელა ინტერესი დგას ამ ყველაფრის უკან, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ერთი ბანკი უკვე გააკოტრეს და მეორე ბანკის განადგურებაზე გადავიდნენ, ოღონდ ბიძინა ივანიშვილზე ზემოქმედება იყოს - მამუკა მდინარაძე

ბანკი დადგა უდიდესი რეპუტაციული ზიანის მიყენების საფრთხის ქვეშ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ვიღაცას სურს, და ეს ვიღაცა უკვე ბევრჯერ გახმოვანდა - გნებავთ "გლობალური ომის პარტია" დავარქვათ, გნებავთ "დიფ სთეითი" - დასჯა ან დაშანტაჟება ბიძინა ივანიშვილის, - განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძე გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, შვეიცარიულმა ბანკმა, Julius Baer-მა, გიორგი ბაჩიაშვილის შესახებ მოთხოვნილი ინფორმაცია გამოძიებას არ მიაწოდა.

როგორც მან აღნიშნა, მიმდინარე საქმეზე, სადაც საუბარია დიდ ფინანსურ ზიანზე ბანკი არ თანამშრომლობს გამოძიებასთან, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ Julius Baer-ი მოქმედებს არა საკუთარი კომერციული ინტერესებით, არამედ პოლიტიკური შანტაჟით.

"წარმოიდგინეთ, რამხელა ინტერესი დგას ამ ყველაფრის უკან, რომ მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ერთი ბანკი უკვე გააკოტრეს ამისთვის და მეორე ბანკის განადგურებაზე გადავიდნენ, ოღონდ ბიძინა ივანიშვილზე ზემოქმედება იყოს.

რამდენადაც ირონიულად არ უნდა ხმოვანდებოდეს ეს ამბავი, რომ მას ბრალი ედება ბიძინა ივანიშვილის ასეულობით მილიონის მოპარვაში და ამ ფულით როგორც ჩანს გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ და საქართველოს წინააღმდეგ ყველაზე მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში, დააფინანსოს აქციები და როგორც ჩანს ის ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელია ამ აქციებისა, თუმცა იმის ილუზიაც არ გვაქვს, რომ ის ერთადერთია იმიტომ, რომ გარედან ჩვენ ვიცით, რომ ძალიან დიდი თანხობრივი მათ შორის, არა მხოლოდ სხვა სახის რესურსი იხარჯება ამ აქციების დასაფინანსებლად, ვიღაცებს თვითორგანიზებით რომ ჰგონიათ თითქოს დადიან იქ", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები