მზია ამაღლობელს კოლეგების ნაწილი შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. განცხადება ჟურნალისტებმა პარლამენტის შენობასთან ცოტა ხნის წინ გააკეთეს და თქვეს, რომ პროტესტის უკიდურესი ფორმა მის სიცოცხლეს საფრთხეს შეუქმნის.
"მეთერთმეტე დღეა, შიმშილობ. გთხოვთ, შეაჩერო პროტესტის ეს უკიდურესი ფორმა. შენ, ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხარ, როგორც პროფესიონალი და როგორც ადამიანი. შენი ჯანმრთელობა და სიცოცხლე სასწორზე არ უნდა დადო. ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, რომელსაც თითოეულ ჩვენგანზე ამხელა გავლენა აქვს," - მოუწოდა "პუბლიკის" დირექტორმა, ზურაბ ვარდიაშვილმა მზია ამაღლობელს.
ნეტგაზეთისა" და "ბათუმელების" თანადამფუძნებელს და დირექტორს მზია ამაღლობელს, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 იანვარს შეუფარდა. მას პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.