29 აგვისტო 2026,   22:02
ვრცლად
"ესაა ერთ-ერთი ეპიზოდი იმ დიდი, ზოგადი კონტექსტიდან და შეტევიდან საქართველოს მიმართ, რომელიც მომდინარეობს არაფორმალური გავლენებიდან" - ლევან მახაშვილი ბიძინა ივანიშვილის საქმეზე

შვეიცარიული ბანკის "ჯულიუს ბაერის" ქმედებები, რომლის წინააღმდეგაც, ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები სარჩელს ამზადებენ, უკვე მესამე დღეა, პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ეს არის ერთ-ერთი ეპიზოდი იმ შეტევიდან, რომელიც საქართველოს მიმართ არაფორმალური გავლენებიდან ხორციელდება.

"ეს არის ერთ-ერთი ეპიზოდი იმ დიდი, ზოგადი კონტექსტიდან და შეტევიდან, თუ შეიძლება ასე ვუწოდოთ, საქართველოს მიმართ, რომელიც მომდინარეობს არაფორმალური გავლენებიდან, რასაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი "დიფ სთეითსაც" უწოდებს, რომელთა ინტერესი ამ შემთხვევაში უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ იყო, რომ ეს ქვეყანა ნებით თუ უნებლიეთ შესულიყო სხვადასხვა ტიპის ესკალაციაში რუსეთთან, იქნებოდა ეს სანქციების დაწესება, მებრძოლების გაგზავნა, საზღვრების დაკეტვა, სივრცისა და ჰაერის დაკეტვა და ა.შ. ჩვენ ეს არ გავაკეთეთ და სწორედ აქედან იწყება მთელი ის შეტევა, უფრო მასშტაბური შეტევა იმ ადამიანების და იმ სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი, რომლებიც ამ ქვეყანაში წარმოადგენენ მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტს, და მათ შორის, რა თქმა უნდა, სათავეში არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ, ჩვენთვის ეს არც ახალია და არც რაიმე მოულოდნელია ამ მიმართულებით, უბრალოდ, ამას ვაცნობთ ხოლმე საზოგადოებას იმისთვის, რომ დავანახოთ, თუ რაოდენ უსამართლო დამოკიდებულებასთან გვაქვს საქმე“, - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ლევან მახაშვილი.

დღის ამბები