22 ივნისი 2026,   03:58
ვრცლად
ექიმმა 3 წლის პალესტინელი გოგონა გადაარჩინა, რომელსაც ტყვია კისერში ჰქონდა მოხვედრილი

ექიმმა 3 წლის პალესტინელი გოგონა გადაარჩინა, რომელსაც კისერში ტყვია ჰქონდა მოხვედრილი. ექიმის განმარტებით, ტყვია ჯერ გოგონას დედას მოხვდა, შემდეგ კი მის კისერში გაიჭედა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ექიმმა დევიდ ანდერსონმა რუტლენდიდან, როგორც დიდი ბრიტანეთის მთავრობის ჰუმანიტარული დახმარების წარმომადგენელმა, ომის შედეგად განადგურებულ ღაზაში გასულ წელს ექვსი თვე გაატარა.

ექიმის თქმით, ის ვერასდროს წარმოიდგენდა ომის საშინელებებს, რომელსაც ღაზაში შეესწრო.

"ნამდვილად სასწაულია, რომ ისინი გადარჩნენ. ტყვია სულ რაღაც მილიმეტრით იყო დაშორებული პატარა გოგონას ზურგის ტვინიდან", - აღნიშნა ექიმმა.

დღის ამბები