26 აგვისტო 2026,   09:08
ვრცლად
Guns N" Roses საქართველოში მელომანებს ყველაზე ხანგრძლივ შოუს პირდება - 30 მაისს, Starring Georgia-ს ფარგლებში, ლეგენდარული როკბენდი 3:15 საათიან კონცერტს გამართავს

Guns N" Roses საქართველოში ჩამოდის - Starring Georgia ახალ სეზონს აანონსებს. ღონისძიების ლოკაციად შეკვეთილში მდებარე პარკ "ციცინათელას" პარკინგის ტერიტორია შეირჩა, რომელიც 40 000 მელომანს დაიტევს. ბილეთების გაყიდვა starring card-ის მფლობელებისთვის 18 იანვარს, ხოლო TKT.ge-ზე 20 იანვრის 11 საათიდან დაიწყება.

"გურია მთავარ როლში" - სწორედ ეს არის Starring Georgia-ს წლევანდელი კამპანიის სახელწოდება.

"ბლექ სი არენას" პროექტების მენეჯერის, ციცი იაშვილის განცხადებით, ლეგენდარული ჯგუფი საქართველოს 30 მაისს ეწვევა, ხოლო მუსიკალური პროგრამა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდება.

"გავცდით "ბლექ სი არენას", გავედით "ციცინათელას" პარკინგზე, უნდა ვუმასპინძლოთ და სეზონი გავხსნათ ისეთ დიდი ბენდით, რომელსაც ჰქვია Guns N" Roses-ი. როკის მსმენელები დამეთანხმებიან, რომ ამაზე დიდი მასშტაბის ბენდი ამ მუსიკალურ მიმართულებაში, ფაქტობრივად, არ არსებობს. ამ ყველაფერმა განაპირობა 2025 წლის მუსიკალური სეზონის მთავარი მესიჯიც - "მთავარ როლში გურია". ყველას გელოდებით გურიაში, მაგრამ სანამ 30 მაისს შევხვდებით გურიაში, მანამდე მნიშვნელოვანი საკითხებიც მინდა რომ გავაჟღერო, "განსების" კონცერტი საქართველოს ისტორიაში იქნება ყველაზე ხანგრძლივი და გაგრძელდება, დაახლოებით, 3:15 საათი", - აღნიშნა ციცი იაშვილმა.

დღის ამბები