22 ივნისი 2026,   01:31
ვრცლად
ევროკომისიამ უკრაინას, ჰუმანიტარული დახმარების სახით, 148 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკომისიამ უკრაინას, ჰუმანიტარული დახმარების სახით, 148 მილიონი ევრო გამოუყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.

კომისიის ცნობით, უკრაინაში ჰუმანიტარული პროექტებისთვის 140 მილიონი ევროა გამოყოფილი. დაფინანსება მიმართული იქნება გადაუდებელი დახმარებისთვის, მათ შორის საკვების, თავშესაფრის, სუფთა წყლის, ჯანდაცვისა და ზამთრის პერიოდში დაცვის უზრუნველყოფაზე. ძირითადი პრიორიტეტებია მოწყვლადი მოსახლეობის მხარდაჭერა აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ომით დაზარალებულ რეგიონებში.

ევროკომისიაში განმარტავენ, რომ აღნიშნული პაკეტით მათ მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ჰუმანიტარული დახმარების საერთო ღირებულება 1,1 მილიარდ ევროს გადააჭარბებს.

დღის ამბები