22 ივნისი 2026,   10:10
ვრცლად
აშშ-მა $25 მილიონამდე გაზარდა ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც ნიკოლას მადუროს დაპატიმრებას შეუწყობს ხელს

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გაზარდა ჯილდო ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს ვენესუელის პრეზიდენტის დაპატიმრებას. როგორც BBC წერს, ნიკოლას მადუროს შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელი $25 მილიონს მიიღებს.

მედიის ცნობით, ჯილდოს მიიღებს შინაგან საქმეთა მინისტრის, დიოსდადო კაბელოს შესახებ ინფორმაციის მიმწოდებელიც.

"გარდა ამისა, ჩვენ ვამატებთ $15 მილიონის ახალ ჯილდოს ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს თავდაცვის მინისტრის, ვლადიმერ პადრინოს დაპატიმრებას", - აღნიშნულია ოფიციალურ ინფორმაციაში.

დღის ამბები