30 აგვისტო 2026,   07:32
ვრცლად
სუს-ის ხელმძღვანელობით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა

სუს-ის ხელმძღვანელობით, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა.

შეხვედრაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა გახსნა და მსოფლიოში, რეგიონსა და ქვეყანაში არსებული კონტრტერორისტული ვითარება შეაფასა. ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებულ აქტივობებსა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობაზე.

გრიგოლ ლილუაშვილმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო ანგარიშებში საქართველოს კონტრტერორისტული შესაძლებლობების თაობაზე ასახულ პოზიტიურ შეფასებებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა ისაუბრა ეკონომიკისა და მშვიდობის ინსტიტუტის“ მიერ 2024 წელს გამოქვეყნებული ყოველწლიური ანგარიშზე, რომელშიც საქართველო ტერორისტული გამოწვევების კონტექსტში, უსაფრთხო ქვეყნის პოზიციას ინარჩუნებს.

დღის ამბები