27 აგვისტო 2026,   18:32
ვრცლად
"საუბარია გადატრიალების სცენარის ჩავარდნაზე, რაც მათ უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს" - ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროსაბჭოს გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ აქ ლეგიტიმაციის დადასტურებაზე საუბარი არ არის.

მისი შეფასებით, ოპოზიცია ევროსაბჭოს გენერალურ მდივნის ვიზიტმა იმიტომ გააღიზიანა, რომ საუბარია გადატრიალების სცენარის ჩავარდნაზე, რაც მათ უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს.

"ლეგიტიმაციის დადასტურებაზეც აღარ არის აქ საუბარი. ლეგიტიმაცია არსებობს და და მას ვერავინ ვერ უარყოფს. აქ საუბარია გადატრიალების სცენარის ჩავარდნაზე, რაც მათ უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს. ამ ადამიანებს აღიზიანებთ სიმართლის გაგონება, აღიზიანებთ 1 120 000 ქართველი ამომრჩეველი, აღიზიანებთ ის მათი ამომრჩეველიც, რომლებიც რევოლუციის მომხრე არ არიან. ამ ადამიანებს აღიზიანებთ ყველაფერი ის, რაც მათ ლიბერალური ფაშიზმის ხოტბის შემსხმელი და გუნდრუკის მკმეველი არ არის", - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

დღის ამბები